მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ომბუდსმენი ხვდება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მოსანახულებლად რუსთავის N12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში უკრაინის ომბუდსმენი, ლუდმილა დენისოვა, შევიდა.
მას ციხეში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია. მიხეილ სააკაშვილი 27-ე დღეა, ციხეში შიმშილობს.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი, რომელიც თბილისში ჩამოსვლას და პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის საქმეში ჩართვას გეგმავდა, ქართველმა მესაზღვრეებმა საქართველოში არ შემოუშვეს.