ხელისუფლებას არ გადავაბარებთ მათ, ვინც ებრძვის ილია მეორეს, ხატს, ჯვარს, სიწმინდეს - "ოცნების" მესიჯბოქსი
,ქართული ოცნების" ლიდერებს თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე საერთო მესიჯბოქსი აქვთ - პრემიერ-მინისტრის მსგავსად, თეა წულუკიანმაც სიტყვით გამოვლისას თქვა, რომ წინა ხელისუფლება ეკლესიასა და ილია მეორეს ებრძვის:
ჩვენი ხელისუფლების ვალია, რომ ხელისუფლება გადააბაროს არა ლეშიჭამიებს, არა ქართველთმოძულეებს, არა ბნელი წარსულის მოციქულებს, რომლებიც ახლა საკნებიდან იჭყიტებიან, არა იმათ, ვინც ებრძვის ილია მეორეს, არა იმათ, ვინც ებრძვის სიწმინდეს, ხატს და ჯვარს, არა იმათ, ვისაც უნდა საკუთარი ფეხის ქვეშ დამონებული ქართველი, არამედ ახალ თაობებს, იმ ბავშვებს, რომლებიც დღეს შემოგვყურებენ და რომელთა მომავლისთვისაც ვდგავართ მაგრად, მყარად და შაბათს გავიმარჯვებთ დამაჯერებლად"- განაცხადა წულუკიანმა.