უარს ვამბობ მკურნალობაზე - სააკაშვილის წერილი ციხის ადმინისტრაციას
საქართველოს მესამე პრეზიდენტის წერილი ციხის ადმინისტრაციას - მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს შიმშილობასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის მკურნალობაზე, სანამ პაემნების ოთახს პირვანდელი სახე არ მიეცემა.
N 12-ე ციხის, ივანიშვილის დილეგის უფროსს, ზურაბ მოდებაძეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, განცხადება
ამ წუთიდან უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ მკურნალობაზე, ანალიზებზე, რეანომობილის მომსახურეობაზე და შემოწმებებზე, მხოლოდ მივიღებ იმ წამლებს, რაც შიმშილობას არ უკავშირდება, სანამ შეხვედრათა ოთახს არ დაუბრუნებთ პირვანდელ სახეს და არ მომეცემა ჩემი პროცესუალური ნორმებით სარგებლობის საშუალება - წერს მიხეილ სააკაშვილი.
რუსთავის ციხის ადმინისტრაციამ მიხეილ სააკაშვილს ადვოკატებთან დაცული კომუნიკაცია შეუზღუდა. კერძოდ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატების თქმით, შეხვედრის ოთახში პატიმარსა და მნახველს შორის ბარიერი მთლიანად ამოაშენეს.