რეანომობილსა და სამედიცინო დახმარებაზე უარი თქვა - რადიკალური გადაწყვეტილების შემდეგ სააკაშვილი დედამ მოინახულა
მიხეილ სააკაშვილმა სამედიცინო დახმარებასთან ერთად, რეანიმობილზეც თქვა უარი. როგორც ირკვევა, პატიმრობაში მყოფმა პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ადვოკატებთან კომუნიკაცია შეეზღუდა.
მისი თქმით, შიმშილობის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი მხნედ და იმედიანად არის განწყობილი.
ძალიან გამიკვირდა, რომ შეუზღუდეს თავის ადვოკატებთან ფაქტობრივად შეხვედრა და ამის გამო უარი თქვა რეანობილზე და სამედიცინო დახმარებაზე... ახლა მქონდა კომუნიკაცია, მაგრამ შუაში ფანჯარა გვყოფს და უშუალო ურთიერთობა არ გვაქვს. როგორც მივხვდი, ადვოკატებსაც ასეთი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ. ეს არ შეიძლება, რადგან ადვოკატთან ურთიერთობა უნდა იყოს კონფიდენციალური"- განაცხადა გიული ალასანიამ.
ექსპრეზიდენტის დედამ უკრაინის დელრგაციის ქვეყანაში არშემოშვებაც შეაფასა და დიდი შეცდომა უწოდა:
დიმიტრი გორდონი თავისი ოჯახით მიაბრუნეს კიევში, ეს არის ძალიან ცნობილი ჟურნალისტი, ჩემი შვილი საერთოდ არ იყო პოლიტიკაში, როცა მე გორდონს ვიცნობდი, როგორც ჟურნალისტს და ვეცნობოდი მის სტატიებს. ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო,"- განაცხადა გიული ალასანიამ.