ღარიბაშვილის მტკიცებით, სააკაშვილის გეგმებში რამდენიმე ადამიანის მკვლელობა შედიოდა
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, სააკაშვილი საქართველოში რევოლუციისთვის ჩამოვიდა და მის გეგმებში რამდენიმე ადამიანის მკვლელობაც შედიოდა.
ეს შოუ რაც მან დადგა ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ რაიმენაიდან გადასულიყო კერძო კლინიკაში. ერთადერთი მიზნით ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში, რომ მოეხდინა რევოლუცია, გადატრიალება და ბინძური პროვოკაცია, რომელიც მას ჰქონდა დაგეგმილი, მათ შორის რამდენიმე ადამიანის მკვლელობა", - თქვა ღარიბაშვილმა.