როსტომ ჩხეიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა კონსილიუმთან შეხვედრაზე უარი თქვა

28.10.21 15:19
როსტომ ჩხეიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა კონსილიუმთან შეხვედრაზე უარი თქვა

დეპუტატ როსტომ ჩხეიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა კონსილიუმთან შეხვედრაზე უარი თქვა.

ჩხეიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავს მხნედ გრძნობს. ამის შესახებ დეპუტატმა გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მითხრეს, რომ ექიმების კონსილიუმი იყო შეკრებილი და ამის გამო გამო ველოდებოდი. თვითონ ბატონი მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მხნედ, ვცადე, რომ მეთანაგრძნო და არ დამანება,მენუგეშებინა და  არ დამანება, გამხნევება რომ დავიწყე აქეთ გამამხნევა. ძალიან დიდი იმედით უყურებს ზეგინდელ დღეს, არჩევნებს და მიაჩნია, რომ სასიკეთო ცვლილებები ნამდვილად მოხდება.

 როცა ვსაუბრობდით შემოიხედეს და უთხრეს, კონსილიუმი არის და თუ შეხვდებითო და არაო და გავაგრძელეთ საუბარი", - ამბობს როსტომ ჩხეიძე.

 

მსგავსი სიახლეები