ქეჩა მკრას მისი, მაგის შეშინებული კაცი არ გაიშვას - მურმან დუმბაძე ირაკლი კობახიძის დის ქმარს პასუხობს

28.10.21 15:47
ქეჩა მკრას მისი, მაგის შეშინებული კაცი არ გაიშვას - მურმან დუმბაძე ირაკლი კობახიძის დის ქმარს პასუხობს

,,ქეჩა მკრას მისი, მაგის შეშინებული კაცი არ გაიშვას" - ასე პასუხობს მურმან დუმბაძე ირაკლი კობახიძის დის ქმარს, დევნილთა მინისტრს, დავით ფაცაციას, რომელიც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება.

ირაკლი კობაიხიძის სიძის გაღიზიანება მურმან დუმბაძის მიერ ,,ტვ პირველის" ეთერში გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, სადაც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ,,ქართული ოცნების " თავმჯდომარის მამა და დავით ფაცაციას სიმამრი, გიორგო კობახიძე, აქციის მიტოვებაში დაადანაშაულა,

ეს გიორგი კობახიძე მიტინგიდან გამეპარა. წავიდა და სახლში კარაქიანი პური ჭამა, მე ვიდექი ციხეში, ეს ვთქვი მე ,,პირველის" ეთერში, ამის შემდეგ მოდის მუქარის მესიჯები, არსად გადამეყარო, იმპერატიული ტონით. ანუ მე ფიზიკური განადგურებით მემუქრება. 

აჭარულად რომ ვთქვათ, ქეჩა მკრას მისი, მაგის შეშინებული კაცი არ გაიშვას. ეგ არის დღევანდელი ბიძინა ივანიშვილის მინისტრის სახე. ის ნეპოტიზმითაა დანიშნული, ფაცაცია ჩემთვის ჭიაღუაა - ამბობს მურმან დუმბაძე.

დავით ფაცაცია აფხაზეთის მთავრობაშია, დევნილთა მინისტრია. ის ,,ტვ პირველთან" კონტაქტზე არ გამოდის. სამაგიეროდ, სიძეს ირაკლი კობახიძე გამოესარჩლა.

მუქარა და ძალადობა არის იმ პოლიტიკური პარტიის ხელწერა, რომელსაც წარმოადგენს მურმან დუმბაძე. - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მურმან დუმბაძენ ტვ პირველის ეთერში 2 დღის წინ განაცხადა, რომ 2009 წლის აქციების დარბევის დროს ირაკლი კობახიძის მამამ იქაურობა პირველმა დატოვა და თავი უსაფრთხო ადგილს შეაფარა, სხვა ლიდერები კი ბოლომდე იდგნენ და მათი ნაწილი დაიჭირეს.  

დავით ფაცაცია დუმბაძეს ურჩევს, მისი სიმამრი აღარ ახსენოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საკადრის პასუხს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები