პირველთან შედარებით დასუსტებული მეჩვენა - გიული ალასანია შვილის ჯანმრთელობაზე
"რასაც ამბობენ, მოსმენაც კი ძნელია ჩემთვის", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ, ტვ პირველის "დღის ამბების" ეთერში განაცხადა. ალასანიას თქმით, ის ციხეში შვილს მეორედ შეხვდა და პირველთან შედარებით, დასუსტებული მოეჩვენა.
მე მეორედ ვნახე და პირველთან შედარებით ცოტა უფრო დასუსტებული მეჩვენა. სხვა მხრივ ექიმებს უნდა მოვუსმინოთ, სცილდება ეს ჩემს კომპეტენციას. პროგნოზების გაკეთება მათაც უჭირთ, მაგრამ ყველა იმეორებს, რომ ყოველ წუთს შეიძლება, მოხდეს ცუდი რამე, გული გაჩერდეს და ა.შ. მოსმენაც კი ძნელია ჩემთვის,
ჩემი როგორც ოჯახის წევრის ინტერესია, ჩემი შვილი გადარჩეს და იყოს ჯანმრთელი, უვნებლად გამოვიდეს, მაგრამ გადაწყვეტილებას თვითონ იღებს.", - ამბობს გიული ალასანია.