ექსკლუზივი: როდის და სად გამოიყენა "ოცნებამ" ქიმიური ნივთიერება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ

06.12.25 21:20
ექსკლუზივი: როდის და სად გამოიყენა "ოცნებამ" ქიმიური ნივთიერება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ

ექსკლუზიური ინტერვიუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანთან, რომელიც ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ  ხალხის წინააღმდეგ საშიში ქიმიური ნივთიერება ჯერ კიდევ 2020 წელს გამოიყენა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს, სპეცრაზმის შეირაღების ყოფილი უფროსი, ლაშა შერგელაშვილ ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ლიდერების ბოლო, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იქნება:

  • "ბატონებო, თქვენი დრო დათვლილია! საქმე იმდენად სერიოზულია, რომ ბიძინა გაიქცევა და დანარჩენებს დაგიჭერენ ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის"
  • "ვახტანგ [გომელაური], არ გეწყინოს, აღარაფერი გიშველის, ორი გამოსავალია, ან ბიძინა დაგიჭერს ან ჰააგაში მოგიწევს" - ამბობს ყოფილი მაღალჩინოსანი.

ლაშა შერგელაშვილს სპეცრაზმის შეირაღება წლების განმავლობაში ჰქონდა ჩაბარებული - ის აქციების დროს, მათ შორის 20 ივნისსაც წინა რიგებში იდგა. 

 BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ,  შოკისმომგვრელ დეტალებს ახლა "შაბათის ეთერთან" იხსენებს. ამბობს, რომ "დანაშაული, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინეს, დამალული ვეღარ დარჩება".

ლაშა შერგელაშვილის მონაყოლის თანახმად:  

  • ექს-მაღალჩინოსანი ჰყვება, რომ ქიმიური ნივთიერება პირველად 2020 წლის 8 ნოემბერს,  ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამოიყენეს და შეცდომით პოლიციის თანამშრომლები მოწამლეს.  ლაშა შერგელაშვილი მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეირაღების უფროსი იყო.]
  • ლაშა შერგელაშვილის მონაყოლის თანახმად, 5 წლის შემდეგ ირკვევა, რომ იმ დღეს, წყლის ჭავლის სატყორცნი მანქანიდან, არა წყალი, არამედ წყალთან ერთად შეცდომით ქიმიური ნივთიერება გააფრქვიეს.  მისივე მტკიცებით, ავტომობილი "ტომა" მოულოდნელად მწყობრიდან გამოვიდა და ჭავლი ავტომატურად ჩაირთო. ლაშა შერგელაშვილის თქმით, ქიმიური ნივთიერების გამოყენების სკანდალი მაშინ "ჩაფარცხეს". 

ლაშა შერგელაშვილი "შაბათის ეთერთან" ყვება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტის საწყობში ორი სახის ქიმიური ნივთიერება ინახებოდა:  ერთი - ფხვნილის, მეორე კი სითხის სახით.

  • მისი თქმით, ისინი რეაქციაში მხოლოდ ერთმანეთთან შერევით მოდიან. შერგელაშვილი ამ ნივთიერებების დასაწყობებაზე პირადად იყო პასუხისმგებელი.

ამასთან, ლაშა შერეგელაშვილი ადასტურებს, რომ სპეცრაზმმა ქიმიური ნივთიერების პირველი პარტია ნამდვლად 2009 წელს მიიღო, თუმცა მაშინ ის ტესტირებით შეამომწეს და მძიმე ეფექტის გამო მის გამოყენებაზე უარი თქვეს.  ყოფილი სპეცრაზმელი ამტკიცებს, რომ ხმარებიდან ამოღებული საშიში ნივთიერება "ოცნების" გდდს-ს მუდმივად წყლის ჭავლის მანქანაში ჰქონდა.

რით მოწამლეს ხალხი? - მაკა ჩიხლაძის სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები