შეთანხმდებიან თუ არა საქართველოს მეოთხე და მეხუთე პრეზიდენტები სააკაშვილის თემაზე?
ქვეყანაში შექნილი კრიზისისა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის დასრულება - ამ შინაარსის პეტიციაზე ხელმომწერი საზოგადო მოღვაწეები პირდაპირ მიმართავენ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილსა და მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომ პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს და აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზაზე იმსჯელონ.
საკუთარი პოზიცია უკვე გამოხატა მეოთხე პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილი მზადაა, კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს, შეხვდეს.
ამ პეტიციის სულისკვეთებას სრულიად ვიზიარებ, რადგან არსებული ვითარება ჩვენთვის დარდის საგანი უნდა იყოს. მეტიც, ვიზიარებ პეტიციის ადრესატებს. შეხვედრა იმისთვის, რომ ქვეყანას ავაცილოთ ვითარების ტრაგიკული განვითარება, ჩემი აზრით, ადეკვატურია ყოველგვარი პოლიტიკური დღის წესრიგიდს გარეშე. თავიდანვე, როცა ამ საკითხზე ვფიქრობდი, ჩემთვის ბუნებრივი იყო, რომ სამი პრეზიდენტი ერთმანთს უნდა შევხვდროდით. სწორედ ამ სამ ადამიანს უნდა გვეფიქრა, პოლიტიკური დღის წესრიგს იქით რანაირად ავაცილოთ ქვეყანას დაპირისპირება, გახლეჩა, რაც საზოგადოებაშია.
პეტიციამ სხვა აქცენტი გააკეთა. გადამწყვეტი ამ შემთხვევაში ქალბატონი სალომეს პოზიციაა. მას რა ფორმატით მიაჩნია, თუ საერთოდ მიაჩნია, ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ.
რეალურად იმ საშიშროების წინაშე ვდგავართ, რომ შესაძლოა, საქართველოს ისტორიაში ტრაგიკული ფურცელი ჩაიწეროს, რომ ორი პრეზიდენტი, რომელიც კრემლს დაუპირისპირდა, ამა თუ იმ ფორმით იქნა მოკვდინებული - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
,,არა და არასდროს" - სააკაშვილილის დაკავებიდან მალევე სალომე ზურაბიშვილმა კატეგორიული უარი განაცხადა მისი კოლეგის შეწყალებაზე. საინტერესოა, შეიცვლის თუ არა პოზიციას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.