რა ქნა ბედუკაძის მიერ გავრცელებულმა კადრებმა? ვინმე დააზიანა? - გია ვოლსკი
ე.წ. ,,ცოცხების კადრები" - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მიაჩნია, რომ ბედუკაძის მიერ გავრცელებულმა კადრებმა, რომელიც ციხეებში წამებიასა და გაუპატიურებას ასახავდა, არავინ დაუზიანებია. გია ვოლსკის განცხადებით, თუ პროკურატურა ჩათვლის, რომ აღნიშნული კადრები სინამდვილეს არ შეესაბამებოდა და ვამით ვინმე დაზიანდა, გამოძიებას დაიწყებენ.
ბედუკაძის კადრებთან დაკავშირებით, თუ ვიღაცამ განაცხადა, რომ ეს არ იყო ნამდვილი კადრები და რა ქნა იმ კადრებმა? რა გამოიწვია? ვინმე დაზიანდა? თუ რეალობას არ გვინდა, თვალი გავუსწოროთ? პროკურატურამ თავის საქმე იცის, ის თუ დაინახავს კრიმინალურს აქ, მაშინ დაიწყებს გამოძიებას, თავად უკეთ იცის - აცხადებს გია ვოლსკი
გაზეთ ,,ქრონიკა +"-ის რედაქტორის, ელისო კილაძის, ინფორმაციით, ე.წ. ციხის კადრები დადგმული იყო, რაც მასთან ინტერვიუში ერთ-ერთმა პატიმარმა დაადასტურა.