არავითარი მოლაპარაკებები ოპოზიციასთან 2024 წლამდე არ იქნება - ირაკლი კობახიძე

28.10.21 18:59
არავითარი მოლაპარაკებები ოპოზიციასთან 2024 წლამდე არ იქნება - ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნება" ოპონენტებთან მოლაპარაკებას 2024 წლამდე, ანუ საპარლამენტო არჩევნებამდე არ გეგმავს - ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მედიას განუცხადა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ქვეყანაში ხელოვნურად გამოწვეული ე.წ. პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია და მომდევნო 3 წელი მშვიდობიანი განვითარების პერიოდი იქნება.

დამთავრდა ე.წ. ხელოვნური კრიზისი მას შემდეგ, რაც ე.წ. რეფერენდუმი მოვიდეთ. სამი წელი ამ ქვეყანას მიეცემა მშვიდად განვითარების საშუალება. არავითარი არჩევნები არ იქნება 2024 წლამდე, არავითარი მოლაპარაკებები არ იქნება 2024 წლამდე, თუ ვინმეს უნდა საუბარი, ისაუბროს საქართველოს პარლამენტში, რომელიც არის ადგილი პოლიტიკური დებატებისთვის - ირაკლი კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები