სააკაშვილი ექიმების მომსახურეობით ისარგებლებს - ბექა ბასილაია
შიმშილობა ზუსტად იმავე ფორმატში გაარძელდება, რაც 2 დღის წინ მიმდინარეობდა - ამის შესახებ სააკაშვილის უფლებადამცველმა განაცხადა.
ბექა ბასილაიას განმარტებით, მას შემდეგ, რაც მესამე პრეზიდენტს მნახველებთან სრულფასოვანი კომუნიკაციის საშუალება მიეცა, მან გადაწყვეტილება შეცვალა.
სააკაშვილი ექიმების რეკომენდაციებს როგორც ადრე აკეთებდა, ისე გაითვალისწინებს. იქნება ეს ანალიზურ, თუ მედიკამენტოზურ ნაწილში და სხვა. დღეს მასთან სრულფასოვანი კომუნიკაციის შესაძლებლობა მოგვეცა, რამდენადაც ეს შესაძლებელია ამ დაწესებულებაში.
რაც გუშინ მოხდა, უკანონო ქმედება, დღეს ეს აღმოიფხვრა. იმედს ვიტოვებ, სააკაშვილის მხრიდან პროტესტის უკიდურესი ფორმისთვისნ მიმართვა საჭირო არ გახდება, რომ მისი კანონიერი უფლებები უზრუნველყოფილი იყოს - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
მას შემდეგ, რაც ციხის ადმინისტრაციამ ადვოკატებთან სრულფასოვანი კომუნიკაციის საშუალება შეუზღუდა, მიხეილ სააკაშვილმა ეს ფაქტი გააპროტესტა და განაცხადა, რომ ექიმების მომსახურეობაზე უარს აცხადებდა.