ოკუპანტებმა საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

28.10.21 19:14
ოკუპანტებმა საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს. შემთხვევა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ოკუპირებული ქართული სოფლის, ლოპანის, მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. 

ხაშურის რაიონის სოფელ ვაყის მაცხოვრებლები, ზაზა მელიქიშვილი და ვალერი გაგნიძე, ოკუპანტებმა  იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ტყეში შეშას ჩეხავდნენ. ,,პირველების" ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცები ამ დროისთვის ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.  

ფაქტის შესახებ ევროკავშირის სადამკვირებლო მისია ინფორმირებულია. 

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

მსგავსი სიახლეები