ხმაური ზუგდიდში - "ოცნება" ენმ-ს პირადობების მოპარვაში ადანაშაულებს

28.10.21 23:26
ხმაური ზუგდიდში - "ოცნება" ენმ-ს პირადობების მოპარვაში ადანაშაულებს

ამ წუთებში  ხმაურია ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში, სადაც, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე წერს, პარტიის მხარდამჭერებს თავს "ოცნების" ზონდერები დაესხნენ. 

წითლიძის ინფორმაციით,  "ქართული ოცნების" აქტივისტები ენმ-ს მხარდამჭერის, ინეზა ფარულავას სახლში მივიდნენ და მათ მოქალაქეების პირადობის მოწმობების მოპარვაში ადანაშაულებდნენ. ადგილზე იყო ქართული ოცნების კანდიდატი, თამაზ ფაცაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ ენმ ცდილობს გააყალბოს არჩევნები მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების გამორთმევით.

ამასთან, ერთ-ერთი მოქალაქე თავად ადანაშაულებს "ქართული ოცნების" აქტივისტს, გიორგი ჯიქიას დაშინებაში.

მსგავსი სიახლეები