თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია, მოიკლას - ღარიბაშვილი

29.10.21 10:18
თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია, მოიკლას - ღარიბაშვილი

"თუ ადამიანი გადაწყვეტს, შეუძლია, თავი მოიკლას" - ასე უპასუხა  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილზე დასმულ კითხვას ტელეკომპანია "იმედის" ეთერში. 

წამყვანმა ღარიბაშვილს ჰკითხა, რით შეიძლება, დასრულდეს სააკაშვილის შიმშილობა.

ფინალი, რა ვიცი, ადამიანი თავის ჯანმრთელობას იზიანებს. უფრო მეტიც, კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება. თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია, მოიკლას, ამაზე სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები