ამომრჩევლის ტერორი სამეგრელოში - "ოცნება" ოპოზიციის ამომრჩეველს პირადობებს ართმევს
ამომრჩევლის ტერორი სამეგრელოში." ქართული ოცნება" ზუგდიდში, გუშინ ღამით, ოპოზიციის ამომრჩეველს პირადობებს ართმევდა. ინეზა ფარულავა 81-ე უბნის "ქართული ოცნების" დამკვირვებელს, გიორგი ჯიქიას, ტერორში ადანაშაულებს. ფარულავა ,,ტვ პირველთან" იხსენებს, რომ დევნილების დასახლებაში მის სახლში ნარგიზა ნაყოფია შვილთან ერთად შევარდა და უთხრა, რომ მას მოსდევდნენ "ქართული ოცნების" აქტივისტები და პირადობების მოწმებებს სთხოვდნენ. ამის შემდეგ მასთან სახლში გიორგი ჯიქიაც მივიდა და დაჟინებით ითხოვდა პირადობის მოწმობებს.
შემოვარდა დაჟინებული, დამმალეო, მეშინიაო, კარის ბრახუნი იყო შემდეგ და შემოვარდა გიორგი ჯიქია და დედა-შვილთან მივიდა. ეს არის დაგეგმილი - ამბობს ინეზა ფარულავა.
ენმ-ს წევრი, ანი წითლიძე, ამტკიცებს, რომ ამომრჩევლის ტერორში ასევე მონაწილეობდნენ საკრებულოს წევრები.
შეუვარდნენ ჩვენს მხარდამჭერ ადამიანებს და ცდილობდნენ, მათთვის წაერთმიათ პირადობის მოწმობები და როცა არ მისცეს პირადობები, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ამაში მონაწილეობდა გიორგი ჯიქია, რომელიც არის "ქართული ოცნების" აქტივისტი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თაზო ფაცაცია და საკრებულოს წევრი, გუგა ლაგვილავა - თქვა ანი წითლიძემ.