ბათუმის საკრებულოში გახარიას გუნდის წევრმა პარტია დატოვა

29.10.21 11:00
ბათუმის საკრებულოში გახარიას გუნდის წევრმა პარტია დატოვა

პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოს წევრმა და ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი თავდგირიძემ, პარტია დატოვა. ამის შესახებ თავდგირიძე სოციალურ ქსელში წერს.

თავდგირიძის  განცხადებით, საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს. 

ჩემთვის, ბათუმის საკრებულოს მომავალი წევრისთვის, კატეგორიულად მიუღებელია „ნაცმოძრაობასთან“ („ლელოს“ ჩათვლით) ნებისმიერი სახით თანამშრომლობა, მით უმეტეს, მათთან კოალიცია და თანამდებობის გადანაწილებაზე კონსულტაციაც კი! შესაბამისად, ვტოვებ პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას და საკრებულოში საქმიანობას გავაგრძელებ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ჩემი სინდისის კარნახით და ბათუმელების საკეთილდღეოდ!

არა „ნაცებს“! არა ბოროტებას! „ნაცმოძრაობა“ ვერასოდეს იქნება ბათუმის უმრავლესობა საკრებულოში!“, - წერს თავდგირიძე სოციალურ ქსელში.

თავდგირიძე ჯერ კიდევ 6 ოქტომბერს ,,ტვ პირველთან" ინტერვიუში, არ გამორიცხავდა, რომ მხარს ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭერდა.

მსგავსი სიახლეები