შიმშილობის 29 დღე - მიხეილ სააკაშვილს ლაბორატორიული კვლევები უტარდება

29.10.21 11:11
შიმშილობის 29 დღე - მიხეილ სააკაშვილს ლაბორატორიული კვლევები უტარდება

პრეზიდენტის შიმშილობის 29 დღე - მიხეილ სააკაშვილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ამ დროისათვის ლაბორატორიული კვლევები უტარდება. სწორედ ანალიზების პასუხზეა დამოკიდებული კონსილიუმის ახალი რეკომენდაცია.

ამ დროისათვის მესამე პრეზიდენტთან მისი ადვოკატი, გიორგი გელხაური, იმყოფება. 

კონსილიუმი შეიკრიბა და ყოველგვარი ანალიზების გარეშე, ვიზუალურად უკვე ეტყობოდა მიხეილ სააკაშვილს, რომ იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებული, ამიტომ დაუნიშნეს მედიკამენტოზური მკურნალობა. მიხეილ სააკაშვილმა მიიღო ეს წამლები. დღეს უკვე მოხდებობდა ამ ანალიზების ჩაბარება და დაველოდოთ პასუხებს. ჩვენთვის პირველი და პრიორიტეტულია, განხორციელდეს მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სამოქალაქო კლინიკაში, რომ მის ჯანმრთელობას და სიცოცხლე საფრთხე არ შეექმნას, - თქვა გიორგი გელხაურმა საპატიმროში შესვლამდე. 

მსგავსი სიახლეები