მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში გადაწყვეტილება სასწრაფოდ უნდა იქნეს მიღებული - მედიკოსები
გავლენიანი ექიმები მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობაზე საუბრობენ. ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ შიმშლობის 28-ე დღეს ადამიანის ორგანიზმის არსებობის რესურსი ეწურება და ნებისმიერ დროს შესაძლოა, მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს.
აბსოლუტურად წინასწარ ძალიან ძნელია განსასაზღვრა, რა შეიძლება მოხდეს. ყოველ წუთს არის საფრთხე, რომ პრობლემები გაჩნდეს, იმიტომ, რო 28 დღე უკვე საკმაოდ დიდი დროა, როდესაც ორგანიზმის რესურსები ბოლომდე ამოწურულია და სასწრაფოდ რაღაც საათებში, ან დღეებში უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული, რომ მიშა სააკაშვილისთვის საფრთხე არ წამორმოიქმნას, - ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილი
მედიკოსები ამბობენ, რომ ხანგრძლივმა შიმშილობამ შესაძლოა გულის რითმის მოშლა, სისხლდენა და თირკლმის უკმარისობაც კი გამოიწვიოს.