პერფორმანსი კანცელარიასთან - "ევროპულმა საქართველომ" მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა
აქცია-პერფორმანსი მთავრობის ადმინისტრაციასთან - "ევროპული საქართველოს" წევრებმა და მხარდამჭერებმა სიმბოლურად ჰაერში ბუშტები გაუშვეს, რომლებზეც ბიძინა ივანიშვილის კარიკატურა იყო გამოსახული. პარტიის წევრებმა ამ პერფორმანსით მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოწუოდეს.
აღნიშნული შეკრება ხვალ დაგეგმილ არჩევნების მეორე ტურს უკავშირდება. პარტიის ლიდერების თქმით, პერფორმანსის მთავარი მიზანია, მოუწოდოს ამომრჩეველს მივიდნენ არჩევნებზე და ხმა ოპოზიციას მისცენ.
ხვალ ჩვენ უბრალოდ კონკრეტულ კანდიდატებს კი არ ვუჭერთ მხარს, ხვალ ჩვენ ყველას ერთად გვაქვს შესაძლებლობა, რომ ძალიან სახიფათიო რეჟიმს ჩვენი ქვეყნისთვის, ივანიშვილის რეჟიმს, შეუმციროთ შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის უფსკრულში გადაჩეხვის. ხვალ არ ხდება ერთი ხელისუფლების მეორეთი შეცვლა,. ხვალ ხდება მორყევა ამ ხელისუფლების. უნდა ვუთხრა ყველა მოქალაქეს, იმათ, ვისაც არც ერთი ოპოზიციური პარტია არ მოსწონთ, იმათმა, ვისი სასურველი კანდიდატებიც არ არიან ხვალ მეორე ტურში, ხვალ თქვენ აძლევთ ხმას საკუთარ პოლიტიკურ ძალაუფლებას ამ სახიფათო რეჟიმის წინააღმდეგ, - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.