"კირთაძე გამყიდველია" - პლაკატები ბათუმის ქუჩებში გამოჩნდა
"ქართული ოცნება" არჩევნებში გასამარჯვებლად ოპონეტების დისკრედიტაციის მეთოდს იყენებს. "კირთაძე გამყიდველია" - ამ შინაარსის პოსტერები ბათუმის ქუჩებში გააკრეს.
"ოცნების" აქტივისტები პლაკატებს ერთი მეორის მიყოლებით აკრავდნენ და ასე ცდილობდენ ბათუმში ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატის, გიორგი კირთაძის, დისკრედიტაციას.