მეუფე გრიგოლმა სააკაშვილს პატრიარქის მიერ გაგზავნილი სახარება მიუტანა

29.10.21 12:17
მეუფე გრიგოლმა სააკაშვილს პატრიარქის მიერ გაგზავნილი სახარება მიუტანა

ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა, მიხეილ  სააკაშვილს პატრიარქის გაგზავნილი სახარება მიუტანა. მეუფე გრიგოლი სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის მე-12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან  ცოტა ხნის წინ მივიდა.

სახარება მანამდე მიხეილ სააკაშვილს მამა გიორგი ბოტკოველმაც მიუტანა, თუმცა ციხის ადმინისტრაციამ მღვდელს სააკაშვილთან პატრიარქის მიერ გაგზავნილი სახარება უკან გაატანა.

მსგავსი სიახლეები