მოვუწოდებთ მთავრობას, შექმნათ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარანტია - EPP

29.10.21 12:53
მოვუწოდებთ მთავრობას, შექმნათ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარანტია - EPP

,,ევროპის სახალხო პარტია" (EPP) საქართველოს ხელისუფლებას  30 ოქტომბერს არჩევნების სამართლიანად და თავისუფლად ჩატარებისკენ მოუწოდებს. EPP ასევე შეშფოთებას გამოთქვამს ოპოზიციის მიმართ განხორციელებული წინასაარჩევნო ზეწოლით.

ამ შაბათს, საქართველოში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის ჩატარების პარალელურად, გვაღელვებს, რომ მმართველი პარტია, ,,ქართული ოცნება", ვერ ასრულებს მთავარი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, აგრძელებს პოლარიზაციის გაღრმავებას, ძალადობასა და სიძულვილის ენის წახალისებას. 

ჩვენ ასევე შეშფოთებული ვართ რეპრესიების კიდევ ერთი ტალღით,  ყოფილი სამართალდამცავებისა და ოპოზიციის მხარდამჭერების წინააღმდეგ. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სავალალო გაუარესებასა და მისი სიცოცხლისთვის შექმნილ საფრთხეს ასევე აქვს გავლენა პოლარიზაციასა და დაძაბულობაზე.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შექმნან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარანტია და შეწყვიტონ პოლიტიკური ოპონენტების შევიწროება. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატების მიერ წარდგენილ ჩრდილოვან კაბინეტს, ინიციატივას, რომელიც მეორე ტურის წინ, თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებშიაერთიანებს 6 ოპოზიციურ პარტიას. ეს არის ოპოზიციურ პარტიებში ნაყოფიერი კოოპერაციის დადებითი ნიშანი და შესაძლოა გამოდგეს, როგორც ეროვნული კოალიციური მთავრობის ეფექტური მოდელი" – წერს EPP საკუთარ Facebook გვერდზე.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები