სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს , ორბელიანების სასახლეში შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა წინასაარჩევნო პროცესები და ქვეყანაში არსებული ვითარება იყო.
უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრის დროს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი ქვეყანაში შექმნილი პოლარიზაციის შემცირებაა. სალომე ზურაბიშვილმა ასევე ყურადღება ოკუპაციის თემაზეც გაამახვილა და თქვა, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საკითხი საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში ყველა დონეზე აქტუალურად უნდა განიხილებოდეს.