ამ პატიმრის ბედი უკავშირდება სამშობლოს ბედს - მეუფე გრიგოლი

29.10.21 14:21
ამ პატიმრის ბედი უკავშირდება სამშობლოს  ბედს - მეუფე გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი, ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარი არ არის და მისი ბედი გარკვეულწილად სახელმწიფოს მომავალს უკავშირდება. ამის შესახებ მეუფე გრიგოლმა მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან თქვა.

ეს არ არის ჩვეულებრივი პატიმარი, უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ პატიმრის ბედი გარკვეულწილად უკავშირდება სახელმწიფოსა და სამშობლოს სამომავლო განვითარების ბედს და თუ ამაზე დავფიქრდებით და როგორმე ისეთი ზღვარი გავატაროთ პირადულ წყენასა და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შორის, მაშინ უფრო შევძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას - ამბობს მეუფე გრიგოლი. 

მსგავსი სიახლეები