ფოთში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს

29.10.21 14:50
ფოთში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს

ფოთის ცენტრში  ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. სუპერმარკეტ "იოლის" თანამშრომელია. არსებული ინფორმაციით, ინციდენტს შელაპარაკება უძღოდა წინ.  ქალებს შორის დაპირისპირება სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ქალი სავარაუდოდ, გადაჭრილი ბოთლით დაჭრეს. ბრალდებული ქალი ადგილზევე დააკავეს. 

დაშავებული ქალის მდგომარეობა დამაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ახალგაზრდა ქალს ზედაპირული ჭრილობები ზურგის არეში აქვს მიყენებული.

მსგავსი სიახლეები