ფულში გაცვლილი პირადობები - "პირველებმა" ქუთაისში "ოცნების" არაფორმალურ შტაბს მიაგნო
ფულში გაცვლილი პირადობები - "პირველებმა" ქუთაისში, ვტოქარხნის დასახლებაში, "ქართული ოცნების" არაფორმალურ შტაბს მიაგნო. გრძელ რიგებში მდგომი მოქალაქეები პირადობებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ აბარებდნენ. ადგილზე მედიის გამოჩენას სრული პანიკა და ოფისი დახურვა მოჰყვა.
არაფერს თანხებს არ ვარიგებთ. სად ნახეთ თანხა? ოფისი არის "ქართული ოცნების". ხვალ არჩევნებია და ჩვენი აქტივის მობილიზება გახდა საჭირო, - ამბობს მმართველი გუნდის ადგილობრივი წარმომადგენელი.
წინსაარჩევნოდ ამომრჩევლის ტერორი მიმდინარეობს სამეგრელოშიც. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მოქალაქეებს საარჩევნოდ პირდობის მოწმობებს სძალავენ.