სხვა პატიმრებთან ერთად, სააკაშვილს მოვუწოდებ შიმშილობის შეწყვეტისკენ - წულუკიანი

29.10.21 15:22
სხვა პატიმრებთან ერთად, სააკაშვილს მოვუწოდებ შიმშილობის შეწყვეტისკენ - წულუკიანი

"ქართული ოცნების" წევრი, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.  ამის შესახებ მან ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა. შეკითხვა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შეფასებას ეხებოდა. წულუკიანის თქმით, ციხეში მისი მინისტრობის დროსაც შიმშილობდნენ პატიმრები. 

მე როდესაც ვიყავი იუსტიციის მინისტრი ათეულობით პატიმარი შიმშილობდა ხოლმე, ზოგი აპროტესტებდა თავის ბრალს, ზოგი აპროტესტებდა სხვადასხვა სურვილის შეუსრულობლობას, ეს მათი უფლებაა, მაგრამ მე ყველა ამ პატიმარს და დღეს უკვე ამ პატიმრებთან ერთად მიხეილ სააკაშვილს მოვუწოდებ, შიმშილობის შეწყვეტისკენ, მკურნალობისკენ და საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის მოფრთხილებისკენ",- ამბობს წულუკიანი. 

მსგავსი სიახლეები