ნარკორეალიზატორების გათავისუფლება არჩევნების წინ - "ტვ პირველის" ექსკლუზივი

29.10.21 17:00
ნარკორეალიზატორების გათავისუფლება არჩევნების წინ - "ტვ პირველის" ექსკლუზივი

"ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ ხმების სანაცვლოდ ნარკორეალიზატორებს ციხიდან ათავისუფლებდა - სისტემური დანაშაულის დამადასტურებელი დოკუმენტი "პირველებმა" მოიპოვა. "ქართული ოცნებიდან" მოპოვებული საბუთის თანახმად, რომლის ადრესატიც პარტიის თავმდჯომარე ირაკლი კობახიძეა, ნარკოდანაშუალისთვის დაკავებულები მმართველი პარტიის წევრები არიან. ციხიდან გათავისუფლების სანაცვლოდ კი ისინი გარანტიას იძლევიან, რომ საარჩევნო ხმებს პარტიას მოუტანენ.

წერილში დავით დარჩია ირაკლი კობახიძეს წერს, რომ ესაჭიროება 2 პირის, გიორგი თავართქილაძის და პავლე სარიშვილის, ციხიდან ადრე გათავისუფლება. წერილში აღნიშნულია, რომ ამ საკითხზე  მხოლოდ პარტიის მხარდაჭერა სჭირდებოდა. ამის შემდეგ მსჯავრდებულმა გიორგი თავართქილაძემ ციხე დატოვა და ამ დროისთვის ის  პოლონეთში  იმყოფება. 

წერილი 2020 წლით თარიღდება. დარჩია,,ტვ პირველთან" ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის გიორგი თავართქილაძე. 

 

მსგავსი სიახლეები