პოლიტიკური აგიტაცია ქუთაისის უნივერსიტეტში (ვიდეო)
პოლიტიკური აგიტაცია და ზეგავლენა სტუდენტებზე- ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი სტუდენტებს ღიად მოუწოდებს, ხმა მმართველი გუნდის კანდიდატს მისცენ.
სტუდენტების ინფორმაციით, ქეთევან კინწურაშვილი ოპოზიციის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას არ მალავს და სალექციო კურსის ნაცვლად აუდიტორიებში პოლიტიკურ თემებზე საუბრობს.
,,ტვ პირველს" ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა თავად სტუდენტებმა მოაწოდეს. მათი განმარტებით, ქეთევან კინწურაშვილი ხელისუფლების მხარდაჭერისკენ ლექტორ-მასწავლებლებსაც მოუწოდებს.
მას შემდეგ, რაც ,,ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, სოფლის მეურნეობის მიმართ სხვა დამოკიდებულება წამოვიდა. წამოვიდა დაფინანსებები. მე ვთვლი, რომ გასტროლზე ჩამოსული ადამიანი, რომელმაც ქუჩები და უბნებიც კი არ იცის, მას მხოლოდ ერთი რამ აინტერესებს. ასეთი ადამიანი როგორ უნდა იყოს შენი ქალაქის მერი, როცა გვყავს ადამიანი, რომელიც ქალაქის სიყვარულით ყველაფერს აკეთებს. მოგიწოდებთ, 30-ში მოხვიდეთ საარჩევნო უბნებთან და მხარი დაუჭიროთ მმართველ გუნდს. - აცხადებს ვიდეოში ქეთევან კინწურაშვილი.
ქეთევან კინწურაშვილი ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ აუდიტორიაში პოლიტიკურ თემებზე არ საუბრობს.
ქუთაისის მერობის ოპოზიციიის კანდიდატი აცხადებს, რომ ქეთევან კინწურაშვილის შესახებ ინფორმაცია მასაც მიაწოდეს. ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ აგიტაცია სასწავლო დაწესებულებებში დაუშვებელი და კანონსაწინაააღმდეგო ქმედებაა.