როგორც ჩანს, ეს არაა პირველი თხოვნა - გიგაური სკანდალურ წერილზე
"ქართული ოცნებიდან" გამოჟონილ სკანდალურ დოკუმენტს სამოქალაქო სექტორი საგანგაშოდ აფასებს. "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი, ეკა გიგაური ირაკლი კობახიძის მიმართ უკანონო თხოვნის გაგზავნას იმ ფაქტით ხსნის, რომ ქვეყანაში ყველა ინსტიტუტი "ქართულ ოცნებას" ემსახურება.
ისინი მიდიან ყველა უკანონო ქმედებაზე, რომლის მიზანია, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება. ეს რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელია, ყველა ინსტიტუტი ემსახურება ერთ პარტიას და ადამიანებს ადგილებზე იმის შეგრძნებაც არ აქვს, რომ პარტიის თავჯდომარეს უკანონო საქმიანობას სთხოვენ, როგორც ჩანს, ეს არ არის პირველი თხოვნა და მათ იციან, რომ ნებისმიერი რამ შეიძლება მოითხოვონ კანონიერი იქნება ეს თუ უკანონო", - ამბობს ეკა გიგაური.