48 საათიანი ლოდინის შემდეგ უკრაინელი დეპუტატები მიხეილ სააკაშვილს ციხეში ხვდებიან

29.10.21 17:18
48 საათიანი ლოდინის  შემდეგ უკრაინელი დეპუტატები  მიხეილ სააკაშვილს ციხეში ხვდებიან

48 საათიანი ლოდინის  შემდეგ უკრაინელმა დეპუტატებმა მიხეილ სააკშვილთან შეხვედრის უფლება მოიპოვეს. ამ წუთებში პრეზიდენტ ზელენკის პარტიისა და უკრაინული ოპოზიციის წევრები სააკაშვილს რუსთავის ციხეში ხვდებიან.

რადას დეპუტატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებად ყველაფერს გააკეთებენ. ალექსანდრ კოვალჩუკის თქმით, საქართველოსა და უკრაინას შორის სააკაშვილთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. 

პოზიცია ყველას ერთი გვაქვს, როგორც უკრაინის პრეზიდენტს, მთავრობის წევრებს და  ოპოზიციას. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი დაბრუნდეს უკან. ჩვენ ყველანი ვღელავთ მის მდგომარეობაზე. სამი დღის განმავლობაში ყველა დონეზე ვახორციელებდით მოლაპარაკებებს, რომ ჩამოვსულიყავით აქ და შევხვედრილიყავით  ექსპრეზიდენტს. ჩვენ გვსურს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას გავეცნოთ და რაც მთავარია, უკრაინაში გზავნილები ჩავიტანოთ, რადგან ყველა ჩვენი მოქალაქე განიცდის სააკაშვილის მდგომარეობას და ინტერესდება მისით. მოლაპარაკებები გრძელდება უკრაინასა და საქართველოს შორის, უბრალოდ, ეს დახურულ კარს მიღმა ხდება და შესაბამისად, გარეთ ინფორმაციის გამოტანის უფლება არ გავქვს. მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი, თუმცა რადგან საზოგადოებაში ასე მიიჩნევენ, ანუ ასეა, - აცხადებს ალექსაქნდრ კოვალჩუკი. 

რადას დეპუტატი იულია კლიმენკო პარალელს უკრაინასთან ავლებს და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის ოპოზიციის წარმომადგენელია, სააკაშვილისგან განსხვავებით ციხეში არ ზის. 

მიუხედვად იმისა, რომ მე ჩემს ქვეყანაში ოპოზიციას წარმოვადგენ, არ ვზივარ ციხეში, ყოველ შემთხვევაში, ჯერ. გვინდა ვიცოდეთ, რომ უკრაინის მოქალაქეები სათანადო პირობებში არიან და  ამიტომაც ჩამოვედი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად. ჩვენთან ყოველდღიურად მოდის ინფორმაცია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა კრიტიკულ ზღვარზეა, რომ ის შიმშილობს, - ამბობს იულია კლიმენკო. 

მსგავსი სიახლეები