სუსმა სახელმწიფო შეთქმულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

29.10.21 18:49
სუსმა სახელმწიფო შეთქმულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სუს-მა სახელმწიფო შეთქმულების მომზადების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, სადაც აღნიშნეს, რომ ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანისათვის ხელი რომ შეეშალათ, გამოძიების ფიგურანტებს, მესამე პრეზიდენტის მომხრეებს,  ჰქონდათ განზრახვა, მოეწყოთ ეტაპის მარშრუტზე გარკვეული სახის პროვოკაციები.

სუს-ის ინფორმაციით, უწყებამ ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა პენიტენციური დაწესებულება, ხოლო საქმის ფიგურანტებმა უარი თქვეს დაკითხვაზე, რის გამოც ისინი სასამართლოში, კანონმდებლობის შესაბამისად გამოიკითხებიან.

სუს-მა აუდიომტკიცებულებაც წარმოადგინა, რომელიც მათი მტკიცებით, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გააკეთეს.

სუს-ის ინფორმაციით, ჩანაწერი 2 საათიანია, ის სისხლის სამართლის საქმეს თან ართავს და საუბარი მიმდინარეობს ,,ენმ"-ს წევრებს შორის, მათ შორის, ერთ-ერთი ბესო წერედიანია.

მსგავსი სიახლეები