რაც ბრიფინგზე განაცხადეს, ამის შესახებ ყოვედღიურად ფეისბუქში ვწერ - ბესო წერედიანი

29.10.21 19:08
რაც ბრიფინგზე განაცხადეს, ამის შესახებ ყოვედღიურად ფეისბუქში ვწერ - ბესო წერედიანი

სუს-ის ბრიფინგი არ მინახავს და ვერ ვიტყვი, რამდენად ავთენტურია, მაგრამ რომ ,,ოცნება" ეცდება არჩევნების გაყალბებას, ამაში ეჭვი არ მეპარება - ,,ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგს ეხმიანება. ბესო წერედიანის თქმით, რაზეც ბრიფინგზე ეისაუბრეს, ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში ყოველდღიურად წერს და ფაქტი, რომ მისი ჩანაწერები დღეს საგამოძიებო უწყებამ წარმოადგინა, ნიშნავს ერთს, რომ მათ 24 საათიან რეჟიმში უთვალთვალებენ.

ყველაზე საოცარი ის არის, რაზეც დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს, ამის შესახებ მე ყოველდღიურად ფეისბუქზე ვწერ და ის ფაქტი, რომ მათ სადღაც ჩანაწერები გააკეთეს, ნიშნავს იმას, რომ 24 საათი ჩვენს თვალთვალს ახორციელებენ. ისე აპირებენ არჩევნების გაყალბებას, რომ იმ 70 ათას კაცს, ვინც აქციაზე იდგა, მოუწევს საკუთარი არჩევანის დასაცავად ქუჩაში გამოსვლა. ამის შესახებ იქნებოდა სუს-ის ჩანაწერებში - აცხადებს ბესო წერედიანი.

წერედიანის ინფორმაციით, მას დღეს დაუკავშირდნენ სუს-ის წარმომადგენლები და ჩვენების მისაცემად მოსვლა მოსთხოვეს. ,,ენმ"-ს წევრის თქმით, ის ჩვენებას მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით მისცემს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების მომზადების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი კი, მათი განმარტებით,  ,,ენმ" ს წევრი, ბესო წერედიანია.

მსგავსი სიახლეები