რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მაინც მეყვარებით - სააკაშვილის ახალი მიმართვა

29.10.21 19:16
რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მაინც მეყვარებით - სააკაშვილის ახალი მიმართვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ახალი მიმართვა - მიხეილ სააკაშვილი წერილში მადლობას უხდის ყველას, ვინ ხვალ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს იმის მიუხედავად, ვის დაუჭერს მხარს.

იცოდეთ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მაინც მეყვარებით და უზომოდ მიყვარს ჩემი სამშობლო. ამ სიყვარულმა ჩამომიყვანა და ეს სიყვარული მაცოცხლებს საკვების გარეშე მთელი თვე - ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოსახლეობას.

მიხეილ სააკაშვილის ახალი მიმართვა საზოგადოებას მისმა უფლებადამცველმა, დიტო საძაგლიშვილმა, გაააცნო. 

მსგავსი სიახლეები