კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი სააკაშვილის იმიტირებული შიმშილობის ქრონიკის მიზანს - ირაკლი კობახიძე

29.10.21 20:37
კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი  სააკაშვილის იმიტირებული შიმშილობის ქრონიკის  მიზანს  - ირაკლი კობახიძე

კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი  სააკაშვილის იმიტირებული შიმშილობის ქრონიკის  მიზანს - ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნათლად გამოჩნდა, რა მიზანს ისახავდა მესამე პრეზიდენტის ,,იმიტირებული" შიმშილობა.

ამ ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის ბოროტება, რევანშისტული პოლიტიკური ძალა, რომლის ერთადერთი მიზანია შეიქმნას არეულობა და ქაოსი ჩვენს ქვეყანაში...სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი მიხეილ სააკაშვილის იმიტირებული შიმშილობის ქრონიკის ნამდვილ მიზანს. 

დაგეგმილი იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების სიმულირება, რათა უწყება იძულებული გამხდარიყო, მოეხდინათ სააკაშვილის სხვა ლოკაციაზე გადაადგილება, რასაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მძიმე პროვოკაციის მოწყობის შანსი უნდა მიეცა. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ასეთ მცდელობასაც სახელმწიფო სათანადო რეაგირებას დაუპირისპირებდა. დღეს ყველამ დაინახა, რომ სააკაშვილის იმიტირებული შიმშილობა ისეთივე წარუმატებლობისთვისაა განწირული, როგორც მისი ქურდული შემოპარვა საქართველოში, - განაცხადა ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში ოპოზიციის მხარდამჭერების მხრიდან იგეგმება პროვოკაცია და არეულობა. 

ლილუაშვილის უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე საგამოძიებო ორგანოებს დაკავებული არ ჰყავთ.

მსგავსი სიახლეები