მეორე ტური - მერებისა და საკრებულოების მაჟორიტარი წევრების არჩევნები 40 საარჩევნო ოლქსა და 1867 საარჩევნო უბანზე ტარდება
საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნები გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. უბნები დღეს 20:00 საათზე დაიხურება. მეორე ტური საქართველოს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში ტარდება.
მერებისა და საკრებულოების მაჟორიტარი წევრების არჩევნების მეორე ტური 40 საარჩევნო ოლქსა და 1867 საარჩევნო უბანზე ტარდება
საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა. კენჭისყრის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყო საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება.
გარდა ამისა, 24 საარჩევნო ოლქში მოსახლეობამ 42 მაჟორიტარი უნდა აირჩიოს.
მეორე ტურში ერთმანეთს ძირითადად ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები უპირისპირდებიან.
მერის თანამდებობისთვის იბრძვიან:
თბილისი - ნაციონალური მოძრაობა ნიკა მელია, ქართული ოცნება კახა კალაძე;
რუსთავი - ნაციონალური მოძრაობა დავით კირკიტაძე, ქართული ოცნება ნინო ლაცაბიძე;
ქუთაისი - ნაციონალური მოძრაობა ხატია დეკანოიძე, ქართული ოცნება იოსებ ხახალეიშვილი;
ფოთი - ნაციონალური მოძრაობა გიორგი უგულავა, ქართული ოცნება ბექა ვაჭარაძე;
ბათუმი - ნაციონალური მოძრაობა გიორგი კირთაძე, ქართული ოცნება არჩილ ჩიქოვანი;
რაც შეეხება საკრებულოებს:
თელავი - ნაციონალური მოძრაობა გიორგი ბოტკოველი, ქართული ოცნება ლევან ანდრიაშვილი;
ქარელი - ნაციონალური მოძრაობა ნიკოლოზ ახალკაცი, ქართული ოცნება ზაზა გულიაშვილი;
თიანეთი - თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის თამაზ მეჭიაური, ქართული ოცნება ლევან წიკლაური;
ხაშური - ნაციონალური მოძრაობა იოსებ ბუაძე, ქართული ოცნება თენგიზ ჩიტიაშვილი;
ცაგერი - გახარია ‒ საქართველოსთვის ბესარიონ ბენდელიანი, ქართული ოცნება გიორგი ნემსაძე;
ბაღდათი - ნაციონალური მოძრაობა გიორგი რობაქიძე, ქართული ოცნება კახა ენუქიძე;
წყალტუბო - ნაციონალური მოძრაობა ზაზა მეტრეველი, ქართული ოცნება გენადი ბალანჩივაძე;
ოზურგეთი - დამოუკიდებელი კანდიდატი - კონსტანტინე შარაშენიძე; ქართული ოცნება ავთანდილ თალაკვაძე,
სენაკი - ნაციონალური მოძრაობა კობა ნაყოფია, ქართული ოცნება ვახტანგ გადელია;
მარტვილი - ნაციონალური მოძრაობა თეიმურაზ ჯანაშია, ქართული ოცნება თორნიკე ჯანაშია;
ხობი - ნაციონალური მოძრაობა ბესიკი შენგელია, ქართული ოცნება დავით ბუკია;
ზუგდიდი - ნაციონალური მოძრაობა ანზორ მელია, ქართული ოცნება მამუკა წოწერია;
წალენჯიხა - ნაციონალური მოძრაობა გიორგი ხარჩილავა, ქართული ოცნება გოგა გულორდავა;
ჩხოროწყუ - ნაციონალური მოძრაობა ბადრი ქარჩავა, ქართული ოცნება დათო გოგუა;
ხელვაჩაური - ნაციონალური მოძრაობა მიშა ბოლქვაძე, ქართული ოცნება ზაზა დიასამიძე.