რა თქმა უნდა, ხმა კახი კალაძეს მივეცი, ალტერნატივა არ ჰყავს - კახა კუჭავა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი გააკეთა. მისი თქმით, ხმა თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძეს მისცა.
რა თქმა უნდა, ხმა მივეცი კახი კალაძეს, კანდიდატს, რომელსაც ვთვლიდი და ვთვლი კიდევაც, რომ ალტერნატივა არ ჰყავს იმ განხორციელებული პროექტების გათვალისწინებით, რაც ყველამ ნახა ბოლო 4 წლის განმავლობაში თბილისში და ის, თუ რას აპირებს მომავალი 4 წლის განმავლობაში კახი თბილისში. დარწმუნებული ვარ მის გამარჯვებაში. დაკონკრეტება დარღვევა არ არის, ჩემს არჩევანზეა საუბარი, არავისთვის არ მომიწოდებია, რა გააკეთოს. ყველას ვურჩევდი, უკეთესი მომავლისთვის გააკეთოს არჩევანი, მე არც ვმალავ - ჩემი არჩევანი არის და ვამბობ"- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ხმის მიცემის შემდეგ.