კირცხალია უწყვეტი პროტესტის მონაწილეებს „ სამას კაციანი დახალფასებულ ბრბოდ“ მოიხსენიებს
თქვენი შექმნილი საგამოძიებო კომისია არ გაიშვა, - ასე უპასუხა "ოცნების" დეპუტატმა ირაკლი კირცხალიამ გახარიას გუნდის მოთხოვნას, ქიმიური იარაღის სკანდალის გარშემო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. ივანიშვილის გუნდის წევრმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს უთხრა, რომ ამ მოთხოვნის დასაყენებლად მორალური უფლება არ გააჩნიათ.
ამავე განცხადებაში კირცხალიამ უწყვეტი პროტესტის მონაწილეები „დახელფასებულ ბრბოდ“ მოიხსენია და ოპონენტებს უთხრა, რომ სწორედ ეს "ბრბო" წარმოადგენს მათ მხარდამჭერებს.
თქვენი შექმნილი საგამოძიებო კომისია არ გაიშვა. უბრალოდ, ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი. მორალური უფლება მაინც ხომ უნდა გქონდეს ადამიანს, როდესაც რაღაცაზე ვსაუბრობთ. ხომ არ დაგავიწყდათ, აქ როგორ ხართ? ყოველთვის შეგახსენებთ-თქო, ხომ გითხარით? რა 12 მანდატზე საუბრობთ, რა ლეგიტიმაციაზე საუბრობთ? ვინ არის თქვენი საზოგადოება? ის სამას კაციანი დახელფასებული ბრბო, რომელიც აქ დარბის რუსთაველის გამზირზე? თუ გიგაური, ლომჯარია და სამოქალაქო საზოგადოება გახარია? და კოლექტიური ნაცმოძრაობის თითოეული დანაყოფი? კარგი მენეჯერი აიყვანეთ და თანხა მაინც აიღეთ, გაინაწილეთ შემდეგი დაკვეთების შესასრულებლად, ვინმეს რამეში გამოადგებით თავისი დესტრუქციისთვის, - თქვა კირცხალიამ.
სუს-ის განცხადებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი - ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.
სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება - ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი.