ბრიტანეთის საგარეო ოფისი: მოვუწოდებთ “ოცნებას“, გამოაქვეყნოს შესაძლო ქიმიურ იარაღზე გამოძიების შედეგები

19.12.25 11:41
ბრიტანეთის საგარეო ოფისი: მოვუწოდებთ “ოცნებას“, გამოაქვეყნოს შესაძლო ქიმიურ იარაღზე გამოძიების შედეგები

4 დეკემბერს ლორდთა პალატის წევრმა ლორდმა ჯორჯ ფოლკსმა ბრიტანეთის ხელისუფლებას საქართველოს შესახებ შეკითხვებით მიმართა.

კითხვები საპროტესტო აქციებზე შესაძლო ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გამო ბრიტანეთის ნაბიჯებს შეეეხებოდა, მათ შორის – შესაძლო სანქციებს:

„მინდა, მთავრობას ვკითხო, გეგმავენ თუ არა ისინი სანქციების დაწესებას საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების მიმართ ქიმიური იარაღის (სანქციების) (ევროკავშირიდან გასვლის) 2019 წლის რეგულაციების შესაბამისად, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობამ აკრძალული ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად?“.

მოგვიანებით  ბრიტანეთის მთავრობის საგარეო ოფისმა ჯორჯ ფოლკსის შეკითხვების საპასუხოდშემდეგი პასუხი  გაავრცელა:

„დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამოაქვეყნოს იმ გამოძიების შედეგები, რომელიც, მისი თქმით, ამ ბრალდებებთან დაკავშირებით ჩაატარა. ასევე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, დაიცვან შეკრების თავისუფლების უფლება და პასუხისმგებლობა დააკისრონ მომიტინგეების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალადობისთვის პასუხისმგებელი პირებს“

მსგავსი სიახლეები