ლილუაშვილი განსასჯელის სკამზე არ ზის - სუსის ექს-შეფი სასამართლო პროცესზე არ მივიდა
სუსის ექს-შეფი სასამართლო პროცესზე არ მივიდა. გრიგოლ ლილუაშვილი განსასჯელის სკამზე არ ზის. ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა პროცესზე ბრალდებული მაღალჩინოსნის განცხადება მიიტანა.
ლილუაშვილი პროცესზე არდასწრების მიზეზად საქმის მასალების ვერგაცნობას ასახელებს.
სანამ არ გავეცნობი საქმის მასალებს, არ მაქვს სურვილი დავესწრო სხდომას - წერს წერილში სუს-ის ყოფილი შეფი, რომელიც სხდომაზე მისმა ადვოკატმა წაიკითხა.
მიმაჩნია, რომ 24 საათში ვერ შევძლებ საქმის მასალების გაცნობას. გამოვხატავ სასამართლოს პატივისცემას, მაგრამ სანამ არ გავეცნობი საქმის მასალებს, არ მაქვს სურვილი დავესწრო სხდომას. ჩემს ინტერესებს წარმოადგენს ადვოკატი რობერტ გრიგალალშვილი“, - წერია წერილში.
პროცესს ესწრებიან ლილუაშვილის შვილები, მეუღლე და ახლო ნათესავები. ოცნების წევრები და მხარდამჭერები სოლიდარობის გამოსახატავად სასამართლოში არ მისულან.
ლილუაშვილი ბრალს არ აღიარებს. სუს-ის ექს-შეფისთვის აღკვეთი ღონისძიებსი შეფარდებაზე მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა უნდა იმსჯელოს. ცნობილია, რომ სახელმწიფო ბრალდება ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ პატიმრობას მოითხოვს.
- სუსის ექსშეფს, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ საღამოს წარუდგინეს.
ლილუაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ქრთამის აღებას ედავებიან. საუბარია 2 365 000 აშშ დოლარსა და 1 500 000 ლარზე. უფრო კონკრეტულად, გამოძიება მას 4 ეპიზოდს ედავება.
ასევე ნახეთ: