"ოცნების" წევრებისთვის შემზღუდავი ზომების დასაწესებლად მუშაობა გრძელდება" - ევროკომისიის პასუხი ქართველ ემიგრანტებს
ევროკომიის პასუხი ქართველ ემიგრანტებს - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, ბრიუსელიდან შეატყობინეს, რომ გრძელდება მუშაობა ივანიშვილის პარტიისთვის შემზღუდავი ზომების დასაწესებლად.
ემიგრანტებმა ევროკომისიას წერილი რამდენიმე კვირის წინ გაუგზავნეს. შრომით მიგრაციაში მცხოვრები ქართველების მთავარი მოთხოვნაა- ქართული ოცნების ლიდერების დასანქცირება და ევროპულ ქვეყნებში მოგზაურობის შესაძლებლობის შეზღუდვა. სწორედ ამ შინაარსის წერილით მიმართეს მათ ევროკავშირის უმნიშვნელოვანეს სტრუქტურას.
პასუხით ბრიუსელი კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ვიდრე ივანიშვილის გუნდი არ შეწყვეტს ანტიევროპულ პოლიტიკას, იქამდე გაყინული იქნება კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
საქართველოშიი განვითარებული ნეგატიური მოვლენების გათვალისწინებით, ევროკავშირმა მყისიერად მოუწოდა ხელისულებას გაეთავისუფლებინათ ყველა უსამართლოდ დაკავებულიიი პირი. ჩვენ გამოვთქვით შეშფოთებაა არჩევნების ირეგულაციის, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობის, რეპრესიული კანონების დამტკიცების, სასამართლო სისტემის ინსტრუმენტალიზაციასა და სამოქალაქო სივრცის შეხღუდვის გამო.
ამ მოვლენების საპასუხოდ, ევროკავშირმა მიიღო მნიშვნელოვანი ზომები. ეს მოიცავს, საქართველოს ხელისუფლებისთვის ორმხრივი ფინანსური მხარდაჭერის შეჩერებას, პოლიტიკური კონტაქტების შემცირებას და ევროკავშრის წევრი სახელმწიოფებისთვის ნებართვას დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო შეზღუდვების დასაწესებლად. დისკუსიები სავარაუდო შემზღუდავი ზომების შესახებ გრძელდება, რომელიც მოითხოვს უმრავლესობის თანხმობას ევროპულ საბჭოში .
საქართველოს ევროინტერაციის პროცესიი არის შეჩერებული, იქამდე, სანამ ხელისუფლება არ გამოიჩენს მტკიცე ერთგულებას შეცვლის კურსს და არ დაუბრუნდება ევროკავშირში გაწევრიანების გზას".- ნათქვამია ევროკომისიის პასუხში.
ევროკომისიის პასუხის შემდეგ, ემიგრანტები დასავლეთისგან უფრო მეტს მოქმედებას ითხოვენ. ამბობენ, რომ რეაქცია პარტნიორებისგან არის, თუმცა, უფრო მეტია საჭირო.
მათი თქმით, "ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის, რაც შეიძლება პოლიტიკურად დამაზიანებელი იყოს სანქციები. ემიგრანტები ასევე საუბრობენ საგამოძიებო კომისიის შექსმნის აუცილებლობაზე, რომელიც ხალხის წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებსი შესაძლო გამოყენებას შეისწავლის.
ჩვენ ვხედავთ, რომ რეაქცია ევროპელი პარტნიორებისგან არსებობს, თუმცა ეს არ არის საკმარისი დღესდღეობით. ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირის შიგნით, მხოლოდ პარტიის ქვეყნებმა დააწესეს ცალკე სავიზო შეზღუდვები, ევროკომისია უფრო სხვა აქცენტს აკეთებს. ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი მხრიდან წინადადება, მიმართვა მასზედ, რომ რაც შეიძლება პოლიტიკურად დამაზიანებელი იყოს ეს სანქციები. მათ შორის ფინასურ სანქციებს ვგულისხმობ. ჩვენ განსაკუთრებულ ინტენსიურ მუშაობას, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ასე ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის პროპაგანდისტების, ე.წ. ცრუ მოწმეების, თუ სამართალდაცავების და "ტიტუშკების" დასანქცირებას, ჩვენ ამას ბოლო პერიოდში ვერ ვხედავთ. ამიტომ, ნებისმიერი მიმართვა, რასაც ნებისმიერი დემოკრატიული ძალა აკეთებს, მათ შორის ემიგრანტები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სანქციების გარდა ასევე ვმუშაობთ, რომ ჩვენმა დასავლეთი ქვეყნების პარტნიორებმა ინიცირება გაუკეთონ ქიმიური აკრძალული ნივთიერების შესაძლო გამოყენების ფაქტზე საგამოძიებო შექმნას. ეს არის აუცილებელი" - ამბობს "პირველებთან" ემიგრანტი.