ვისი ჩვენებები დევს ოთარ ფარცხალაძის საქმეში?

30.12.25 15:38
ვისი ჩვენებები დევს ოთარ ფარცხალაძის საქმეში?

ყოფილი მთავარი პროკურორის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ოთარ რომანოვ ფარცხალაძის წინააღმდეგ საქმეში სამი ჩვენება დევს. 

  • როგორც დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე გაირკვა, ფარცხალაძის წინააღმდეგ რუსეთის ორი მოქალაქის ჩვენება დევს საქმეში. საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის თქმით, ორივე მოწმე მოკლული ბიზნესმენის ლევან ჯანგველაძის მეგობარი იყო. [ისინი ჯერ საგამოძიებო უწყებაში დაკითხეს, შემდეგ კი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე საქალაქო სასამართლოში].

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განმარტებით კი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის საქმე 32-ტომიანია, სადაც მხოლოდ 3 მოწმის ჩვენებაა.

გარდა ამისა, გაგი მოსიაშვილის თქმით, საქმეში პირდაპირი მტკიცებულება, პირდაპირი მოწმის ჩვენება, პირდაპირი ინფორმაცია, რომელიც ყოფილი მაღალჩინოსნის ბრალეულობას დაადასტურებს, ფიზიკურად არ არსებობს.

გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძე მიმალვაში არ არის. 

შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნა იქნება აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩეს ბატონი ოთარ ფარცხალაძე. მხოლოდ და მხოლოდ არის ირიბი მტკიცებულება, რომელიც საკმარისი არ არის ბრალის წარსადგენადაც კი. 

ბატონი ოთარ ფარცხალაძე არის არა მიმალვაში, არამედ იგი საქართველოში არ იმყოფება, სხვა ქვეყანაში იმყოფება, ამიტომ ვერ ვიტყოდი რომ პიროვნება მალვაშია, უბრალოდ მოხდა ის რაც მოხდა, წარუდგინეს ბრალი," - თქვა უფლებადამცველმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას, დანაშაულებრივი ჯგუფის უპირობო ლიდერი – ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა.

გეკა გელაძის უწყების თქმით, საქართველოს ყოფილი პროკურორის მითითებითა და დავალებით, ძმები დავით და გიორგი მიქაძეები, თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა გაანდეს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, დაგეგმილი შეკვეთილი მკვლელობის ჩასადენად, მათ მიერ მოძიებული იქნა გიორგი ჯოხაძის დაცვის ყოფილი თანამშრომელი გელა უძილაური.

  • ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება.
  • ამის შესახებ, 29 დეკემბერს, ბრიფინგზე განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ. მისი განმარტებით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია.
  • ოთარ ფარცხალაძე ე.წ. კამონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებას არ აღიარებს.