თუ ჩამოხრჩობას მიპირებთ, ვიცოდე მაინც! - ხაბეიშვილი
თუ მიპირებთ ჩამოხრჩობას, ვიცოდე მაინც! - ასე გამოეხმაურა პროცესზე ლევან ხაბეიშვილი მისი სასამართლო სხდომის გადადებას.
ენმ-ს ბრალდებულმა ლიდერმა სასამართლოზე თქვა, რომ მის პროცესები განზრახ ჭიანურდება და ამის დასტურია 22 იანვარს ჩანიშნული პროცესცი.
სასამართლოს ჩატარება არ უნდათ. ასეთი რამ არ მინახავს. მეხუთე თვე დაიწყო და სასამართლო ვერ ჩავატარეთ - განაცხადა სხდომაზე ხაბეიშვილმა.
პროკურორი იმას კი არ მედავება, რომ მე რამეს ჩუმად ვაკეთებდი, დანაშაული ჩავიდინე თუ არა. თვენახევარი გადამიდეს სასამართლო იმის გამო, რომ თურმე უნდა დაედასტურებინათ, ეთერში როცა ვიყავი, ნამდვილად მე რომ ვიყავი. ანუ მე რომ მე ვიყავი, ამის გამო თვენახევარი საკანში მამყოფეს. ახლაც მივიდა პროკურორი და ამბობს, გადავდოთო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ბოლო ბოლო, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ეს მალე უნდა მოხდეს.
ხომ შეიძლებოდა ის გდდ-ს თანამშრომელი მოგეყვანათ დღეს? ჩემი თხოვნაა, რომ სწრაფად დავიწყოთ განხილვა. 4 თვეა წინ ვერ წავიწიეთ, გაგვასწრო 3 თვით ადრე დაწყებულმა საქმეებმა. საქმე იმაშია, რომ ვერ გავმტყუნდები, მალე მინდა დადგეს ეს მართლმსაჯულება. ბოლო ბოლო გავიგოთ ყველამ, საჯარო ლაპარაკი დანაშაული არის თუ არა. პოლიტიკოსის საჯარო განცხადება არის თუ არა დანაშაული, ეს ჩემთვისაც საინტერესოა. აქამდე არ ვიცოდი, რომ ლაპარაკი იყო დანაშაული. არ ვიცოდი, რომ ივნისში გაკეთებულ განცხადებაზე სექტემბერში დამიჭერდი", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ასევე ნახეთ:
ხაბეიშვილმა ბრალდების მხარეს 3 სპეცრაზმელის გარდა ყველა მოწმის ჩვენება უდავოდ გაუხადა
- ხელისუფლების დამხობისა და ქრთამის შეთავაზების ბრალდებით პატიმრობაში მყოფი ოპოზიცონერი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის საქმის განხილვა დღეს გრძელდება სასამართლოში. პოლიტიკოსი სუსმა 2025 წლის 11 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულის“ ოფისთან დააკავა. მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.
ხაბეიშვილთან ერთად, 11 სექტემბერს, დააკავეს მურთაზ ზოდელავაც. ზოდელავას ხაბეიშვილის მობილურის გადამავლას ედავებიან, რომელიც მას დაკავებისას პოლიტიკოსმა მიაწოდა. ზოდელავას ამ საქმეზე ბრალი წაუყენეს გამოძიებისთვის ხელისშეშლის მუხლით და გირაო შეუფარდეს. მოგვიანებით, 4 ოქტომბერს, ზოდელავა „სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების“ ბრალდებით დააპატიმრეს.