ირაკლი კობახიძემ სურსათის ფასების კომისია შექმნა
"ქართული ოცნების" პრემიერმინისტრმა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა.
2025 წლის 30 დეკემბრის განკარგულების თანახმად, საკოორდინაციო კომისიას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
კომისიის შემადგენლობაში არიან:
- მამუკა მდინარაძე;
- მარიამ ქვრივიშვილი;
- დავით სონღულაშვილი;
- ლაშა ხუციშვილი;
- მიხეილ სარჯველაძე;
- ლევან ჟორჟოლიანი;
- ირაკლი ლექვინაძე.
მაღალი ფასების საქმეზე ირაკლი კობახიძემ 24 დეკემბერს გამოძიება დაანონსა. კობახიძის თქმით, მაღაზიების მფლობელები უსამართლოდ ზრდიან ფასებს და საქართველოში პროდუქციას „შემოსვლიდან დახლამდე“ საშუალოდ 86% ემატება. შესაბამისად, ბიზნესს ახლა მოუწევს ახსნა, რატომ ხდება მსგავსი გაძვირება.
აღნიშნული საკითხზე მოკვლევა სუსმა დაიწყო.