საქართველო გაიღვიძე! - პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ყველა დიქტატორს მოევლო, ასადი გაიქცა, მადურო წაიყვანეს, ვნახოთ შემდეგი ვინ იქნება? - ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილემ, მარინა კამკამიძემ განაცხადა.
როგორც პროევროპული აციების აქტიური მონაწილე ამბობს, "ქართულ ოცნებას" პროტესტი ნერვებს უშლის.
"თუ ორმოცდაათი აკაცუკი დგას ქუჩაში, რატო იღებენ კანონებს ჩვენს წინააღმდეგ?" - თქვა მან.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პარლამენტთან შეკრებილები სკანდირებენ: "ძირს რუსული რეჟიმი! თავისუფლება პოლიტპატიმრებს".
საკანონმდებლო ორგანოსთან უწყვეტი პროტესტი ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს.