მედია ირაკლი დგებუაძის ახალ თანამდებობაზე წერს

12.01.26 14:43
მედია ირაკლი დგებუაძის ახალ თანამდებობაზე წერს

 ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის მთავარი ფიგურანტი, ირაკლი დგებუაძე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის პოსტზე დანიშნეს -  ინფორმაციას ნეტგაზეთი ავრცელებს.

სამმართველო, რომლის უფროსადაც დგებუაძე მუშაობს, იძიებს და ებრძვის არა კერძო პირებს შორის მომხდარ კონფლიქტებს და უკანონობებს, არამედ სისტემურ დანაშაულს, რომელსაც აქვს სტრუქტურა, ფინანსური რესურსი და დანაშაულებრივი მიზანი. მათ შორის:

  • ქურდულ სამყაროსთან და “კანონიერ ქურდებთან” ბრძოლა
  • ტრეფიკინგთან ბრძოლა
  • კიბერდანაშაულთან ბრძოლა
  • მიმალვაში მყოფი პირების გამოვლენა და ა.შ.

დგებუაძემ ბათუმის პოლიციის უფროსის თანამდებობა 2025 წლის სექტემბერში დატოვა. თბილისში გადმოყვანილი დგებუაძე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსის პოსტზე დანიშნეს, თუმცა დაკავებული თანამდებობა მალევე შეიცვალა.

ვრცლად ნახეთ აქ