რუსული ნავთობით დატვირთული გემი ყულევში - "ოცნებაში" პირველი განმარტება გაკეთდა
ყულევის ნავთობტერმინალში მორიგი საეჭვო ტანკერის შესვლის შესახებ განმარტებების გაკეთება "ქართულ ოცნებაში" უჭირთ. პასუხად კახა კალაძე მოლოდ "ტვ პირველს" აკრიტიკებს და ამტკიცებს, რომ ტანკერის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
აღნიშნულ საკითხს არ ვიცნობ, არ მაქვს ინფორმაცია და თქვენი არცერთი სიტყვის არ მჯერა, იმიტომ, რომ ხართ მატყუარები, ცდილობთ,ს აზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში და სიცრუით და ბოროტებით ხართ ძრითადად დაკავებული. თქვენ არ ინერვიულოთ, ჩვენ ჩვენს ქვეყანსაც მივხედავთ, ჩვენს ხალხსაც მივხედავთ, თქვენ ხართ ამ ხალხის მტრები, - ამბობს კალაძე.
ტანკერის შესახებ "პირველების" მიერ დასმულ კითხვას გურამ მაჭარაშვილი ცინიზმით პასუხობს და იქვე ამტკიცებს, რომ ყველაფერი კანონიერების ფარგლებში ხორციელდება.
როდესაც საერთაშორისო ექსპერტები მერე ჩამოდიან, აქ ადგილზე ვინც არიან მოწმდება, ეკონომიკის სამინისტრო წარმართავს ხოლმე ამ პროცესს, თუკი რაიმე არის საეჭვო, არცერთხელ ეს არ დადასტურებულა. შესაბამისად, ალბათ თქვენი მხრიდან ესეც ერთ-ერთი საახალწლო ტრიუკი იყო რუსეთის მხრიდან. შემოვიდა და მიაკითხოს ხოშტარიამ და თქვენმა კომპანიამ. ალბათ რუბლები შემოიტანეს, რომ დაურიგოს. საახალწლო საჩუქრები იქნება თქვენთვის, - ამბობს მაჭარაშვილი.
იერიშზე გადადის დავით მათიკაშვილიც, რომელიც ირწმუნება, რომ კრიტიკული ტელევიზიები და კონკრეტული დაინტერესებული პირები ქვეყანას "ჩირქს სცხებენ".
ყური დაუგდეთ იმ ჩინოსნების წერილებს, მადლობებს, რომლებიც საქართველოს მადლობას უხდიან სანქცირების თავის არიდების ნაწილში მხარდაჭერისთვის იმ პოლიტიკის გათვალისწინებით, რაც დღეს ხორციელდება ევროპის მხრიდან. ბევრჯერ ეცადნენ, მათ შორის, სამწუხაროდ, თქვენი ტელევიზიიდანაც, რომ საკუთარ ქვეყანას ჩირქი მოსცხონ, - ამბობს მათიკაშვილი.
ყულევის ნავთობტერმინალში შევიდა ტანკერი „ნოსტოსი“, რომელიც საერთაშორისო მონიტორინგის სისტემებში მონიშნულია როგორც გემი, რომლითაც შესაძლოა სანქცირებული რუსული ნავთობი გადაჰქონდეთ.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ტერმინალში 40 143 ტონა ნედლი ნავთობი შემოვიდა, ხოლო ტანკერი რუსული კომპანიიდან ერთ-ერთმა უცხოურმა შუამავალმა დატვირთა. მიუხედავად ეჭვებისა, უწყება აცხადებს, რომ გემი საქართველოში კანონმდებლობის სრული დაცვით შემოვიდა და ტვირთი ოფიციალური იმპორტის პროცედურაში მოექცა, თუმცა კონკრეტულ კომპანიებს საგადასახადო საიდუმლოს მიზეზით არ ასახელებს.