"ღარიბაშვილი დარბაზშივე დააკავეს"- ადვოკატის პირველი კომენტარი

12.01.26 16:27
"ღარიბაშვილი დარბაზშივე დააკავეს"- ადვოკატის პირველი კომენტარი

საქართველოს ყოფიოლი პრემიერ-მინისტრი უკვე ციხეშია - ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი, მიხეილ შაყულაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს. 

მისი თქმით, სასამართლო დარბაზში ირაკლი რარიბაშვილმა მის მიმართ წარდგენილ ბრალი აღიარა.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ ის სასჯელაღსრულების დაწესებულების გზაზეა.

"პირველების" კითხვის საპასუხოდ გაირკვა, რომ "ოცნების" ყოფილი ლიდერი მისსავე სასამართლო პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 15:00 საათზე დაიბარეს.

მანამდე კი ადვოკატი საპროცესო შეთანხმებისთვის არსებულ პროცედურებს დილის 10:00 საათიდან პროკურატურაში გადიოდა. 

დარბაზის ნომრისთვის ნამდვილად არ შემიხედავს, რომელ დარბაზში შევედი და გამოვედი. ადგილზე იყო პროკურორიც, მოსამართლეც, ადვოკატიც და ბრალდებულიც. [ირაკლი ღარიბაშვილი] დარბაზშივე დააკავეს და ამჟამად, სავარაუდოდ არის სასჯელაღსრულების დაწესებულების გზაზე“- განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა.

ადვოკატის გამნამტებით, ღარიბაშვილს სამოხელეო დანაშაული არ ჩაუდენია. როგორც შაყულაშვილმა განმარტა, დანაშაული ჩადენილია ფინანსურ ნაწილში და საფინანსო სფეროში მომხდარ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. 

დღეს ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რამეთუ ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ნაწილი გაიზიარეს. კერძოდ, ის რომ მას ჰქონდა საბანკო ხელშეკრულებები ქარხანასთან დაკავშირებით, გადახდები და ზედმიწევნით შესრულებულია ეს ყველაფერი. შესაბამისად, ბრალდების ფორმულირება შეიცვალა, ქარხნის ნაწილში აღარ ედება ბრალი მას...

დარჩა ბრალი იმაში, რომ ღვინის ინდუსტრიიდან შემოსული შემოსავლები არ დაუდეკლარირებია. შესაბამისად, ეს არის ის დანაშაული, რაშიც მან აღიარა ბრალი. კერძოდ სსკ-ის 194-ე მუხლის, მესამე ნაწილში, „გ“ ქვეპუნქტი. გარდა ამისა, მას საპროცესო შეთანხმებით, განესაზღვრა სასჯელად 5 წელი რეალური სასჯელი, დამატებით ერთი მლნ ლარი ჯარიმა, დამატებით ორი მანქანის ჩამორთმევა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს დანაშაული არავითარ შემთხვევაში, არ არის სამოხელეო დანაშაული, თვითონ დანაშაულიც არის ფინანსურ ნაწილში და საფინანსო სფეროში მომხდარ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება...

როგორც მოგეხსენებათ, როცა ბიზნესი მუშაობს, იგივე ღვინის ინდუსტრია, იგივე ნებისმიერი ბიზნესი, ამას უნდა საგადასახადო დოკუმენტაციის შევსება, როგორც თვიური, ასევე წლიური და ა.შ. ამით აკონტროლებს სახელმწიფო იმ შემოსავლებს, იმ დღგ-ს, გადასახადებსა და ყველაფერს. რადგან არ იყო აქ შევსებული ეს დეკლარაციები, ეგ არის ზუსტად დანაშაული. შემოსავლები კი არ დამალა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ჰქვია ამ ყველაფერს.“,- განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა.

"პირველები" დაინტერესდა, შესაძლებელია თუ არა მიხეილ ყაველაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილი შეიწყალოს, რაზეც უფლებადამცველმა თქვა:  „ყველაფერი შესაძლებელია“.

რაც შეეხება იმას ითვალისწინებს თუ არა ეს დანაშაული ვადაზე ადრე გათავისუფლებას, როგორც ყველა პატიმარს, როგორც ყველა ბრალდებულს, მასაც აქვს უფლებები, უდოზე ანუ ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე, შეწყალებაზეც, ყველაფერზე...

ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ რა ვიცი, რაღა უნდა შეიწყალოს, დაიჭირეს ადამიანი, 5 წელი უნდა იჯდეს, არ ვიცი მომავალში რა მოხდება...“- თქავა შაყულაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.